Sunday, June 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღეს საინტერესო დღეა,დავამთავრე დღევანდელი დღე,საკმაოდ ნაყოფიერად შევისწავლე ის, რაც ამ კარგმა ადამიანმა ნინო კაჟაშვილმა მასწავლა.
   გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის საბოლოო ვარიანტი,მოვაწყეთ პრეზენტაციები და თითოეული პრეზენტატორი შევაფასე კომენტარებით.
   ძალიან დიდი მადლობა გაწეული თანამშრომლობისთვის ყველას,ვინც კი ჩემთან ერთად ესწრებოდა ტრენინგს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, June 18, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მუშაობა სასწავლო გეგმაზე,დავწერე თითოეული კვირის შესაბამისი აქტივობები.შევქმენი პროექტის კითხვარი "google-driv"ში და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Monday, June 6, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან ბევრი რამე ვისწავლე,გავაფორმე ჩემი ბლოგი,ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე,მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენი შაბლონი,ვისწავლე გაჯეტების დამატება.საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო,მადლობა ნინოს ასეთი სიმშვიდისათვის და პროფესიონალიზმისთვის.

Sunday, June 5, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარზე  მუშაობა,საინტერესო იყო სლაიდების აწყობის პროცესი (ვიხალისე ძალიან),გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,დავიწყეთ შეფასების სქემაზე მუშობა,რომელსაც ხვალ გავაგრძელებთ.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

Saturday, June 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ორი ტრენინგის შემდეგ ძალიან დაღლილი ვარ.რაღაცეები ვერ გავაკეთე( ჩემი ბრალი არ არის ოღონდ) გავეცანით საავტორო უფლებებს . რესურსების მისამართები გადმოვწერეთ.დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,ავაწყეთ პრეზენტაცია.ოჰ ისე მეხუჭება თვალები რომ......
         ხვალაც გვექნება ტრენინგი,იმედი მაქვს რომ ძალ-ღონე  მეყოფაააააააა.

Sunday, May 29, 2016

მეთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია,შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები,ვისწავლეთ დიაგრამების შექმნა.პროექტის გეგმაში ჩავწერეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,ასევე შევიტანეთ შეფასების სტრატებიები.

Saturday, May 28, 2016

3 დღის რეფლექსია

ძალიან დავიღალე,ტრენინგზე დავაგვიანე,იმიტომ რომ დილით  ასევე საჭირო ტრენინგზე ვიყავი,ძირითადად დრაივზე ავტვირთე ჩემიმასალები.
21 საუკუნის უნარ-ჩვევების სანახავად გადადი ბმულზე
                                                                       ბუკლეტი


ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, May 14, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღეს  საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა.ტრენერს გავაცანი ის იდეა რაზედაც უნდა ვიმუშაო პროექტის შექმნისას.შევისწავლე ბუკლეტის შექმნა,ავტვირთე ფოტოები,მოკლედ მოვუყარე თავი ჩემს იდეას და ნელ-ნელა მივიწევ წინ.ვფიქრობ ეს პროექტი წარმატებას მომიტანს როგორც მე ასევე ჩემს მოსწავლეებსაც.

Thursday, May 12, 2016

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო იმიტომ ,რომ  კიდევ ერთხელ გამახსენა ნაცნობი საკითხები,განვიხილეთ პროექტით სწავლების ნიმუშები,მივიღეთ დავალება,სადაც უნდა მოვიფიქრო საინტერესო პროექტის სათაური.იმედი მაქვს ყველაფერს შევასრულებ.